logo_geo
eng_logo
რუსეთუმეობის სტიგმა და „იმედის“ ფილმი - „POSTV“ - ბაჩო ოდიშარიას „რევოლვერი“
- +

16 აგვისტო. 2019. 12:28

 

 

„ფსევდოლიბერალური ჯგუფები და სუბიექტები ყველა შესაძლო მეთოდით ამუნათებენ როგორც ფილმის შემოქმედებს, ისე მთელი ტელევიზიის თანამშრომლებს“... – ამბობს კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია ინტერნეტტელევიზია „POSTV“-ის ანალიტიკურ ბლოგში, რომლითაც აგვისტოს ომის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასული დოკუმენტური ფილმის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება.

 

„მსგავსი რიტორიკა, ანტირუსული ისტერია და უბრალო ხალხისთვის მუდმივად შიდა მტრის იარლიყის მიწებება, თავიდან ბოლომდე არის მიშისტური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს წინა მთავრობის დანაშაულების უარყოფას და მის ირგვლივ მსჯელობის წარმოებაზე ცენზურის დაწესებას“, - ამბობს ბლოგის ავტორი.

 

ამასთანავე, მისი თქმით, რუსეთი, რასაკვირველია, ემზადებოდა, უბრალოდ ის ემზადებოდა სააკაშვილის ცხინვალში შეჭრისთვის, რათა შემდეგ საერთაშორისო ტრიბუნაზე ჰქონოდა თავის გასამართლებელი ალიბი.

 

„რუსეთი ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია, ის არის აგრესიული და ექსპანსიური სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლების ვალდებულება ხალხის წინაშე კი ის გახლავთ, რომ რუსეთს ამის საშუალება არ მისცეს. ლიბერალური ჯგუფები ცდილობენ, გვაცხოვრონ ცივილიზაციურ რასიზმში, სადაც ამერიკულ დიპლომატიურ კორპუსს ენას ვერ უბრუნებენ, ხოლო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს გამუდმებით აშანტაჟებენ რუსეთუმეობის იარლიყის მიწებებით. ეს არის ჩვეულებრივი ლიბერალური შანტაჟი, რომელიც ვრცელდება რიგით ქართველზე, ჩაგრავს მხოლოდ მას“, - ამბობს ბაჩო ოდიშარია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner