logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე გამოქვეყნებულ საარსებო მინიმუმზე: ჩემი გადასახედიდან, ეს საკმარისი ნამდვილად არ იქნება
- +

16 აგვისტო. 2019. 16:21

 

 

„ჩემი აზრით, ეს არ შეესაბამება იმას, რაც უნდა არსებობდეს“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მონაცემებზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კითხვას, საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, დეტალური პასუხი „საქსტატმა“ უნდა გასცეს.

 

„წინა სტატისტიკის გამოქვეყნების დროსაც განვაცხადეთ, რომ არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც „საქსტატი“ ითვლის ამ ყველაფერს. ამაზე „საქსტატმა“ უნდა გასცეს დეტალური პასუხი. ჩემი გადასახედიდან, ეს საკმარისი ნამდვილად არ იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მიმდინარე წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებებო მინიმუმი ერთი ლარით შემცირდა და 187 ლარზე დაფიქსირდა. ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი, 1,5 ლარით შემცირდა და 331,5 ლარია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner