logo_geo
eng_logo
შალვა რამიშვილი: ეს ბულინგ-კამპანია არის კოლექტიური ნევროზი და სხვა არაფერი! ეს მე კი არა, ფროიდმა თქვა
- +

16 აგვისტო. 2019. 16:52

 

 

„ეს ბულინგ-კამპანია არის კოლექტიური ნევროზი და სხვა არაფერი, ეს მე კი არა, ფროიდმა თქვა“, – ამბობს „POSTV“-ის გადაცემა „მედია რენტგენის“ ავტორი და წამყვანი შალვა რამიშვილი.

 

რამიშვილი აგვისტოს ომის შესახებ შოთა დიღმელაშვილის მიერ 2012 წელს დაწერილ სტატუსზე საუბრობს, რომელიც სიტყვა-სიტყვით გაიმეორა, თუმცა, ეს სტატუსი მისი ეგონათ, რის გამოც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ცემითაც კი დაემუქრნენ.

 

„რა გამოდის?! ყველა ის გინება, რაც მე მტყორცნეს, შოთა დიღმელაშვილს უნდა მოხვდეს? ლოგიკურად ასეა, მაგრამ ზუსტად ვიცი - ეს მჟავე პატრიოტები ისევ მე მომდგებიან და არა დიღმელაშვილს. მერე რა, რომ ქვეყნის „მთავარი ანტისაოკუპაციო აქციის“ სულის ჩამდგმელის სიტყვები გავიმეორე... მერე რა, რომ ყველა გინება და ლანძღვა, რაც ჩემი მისამართით გამოისროლეს, დიღმელაშვილს ეკუთვნის. მაინც მე „ოკუპანტის მსახური“ ვარ! რატომ ხდება ასე?

 

იმიტომ, რომ ურა-პატრიოტები მიშისტური ჯადოს ქვეშ იმყოფებიან. ზოგს არც მოსმენილის შინაარსი აინტერესებს, არც არგუმენტებით კამათი სურს. მაგალითად, თათხავს ლალიაშვილის ფილმს, რომელიც არც უნახავს. ასეთი ტიპები „რუსეთი ოკუპანტიას“ იძახიან და საკუთარი თავის მნიშვნელოვნებით ტკბებიან. ამას რომ ყვირიან, თავი ვიღაც ჩმორები კი არა - მსოფლიო ბოროტებასთან მებრძოლი რაინდები ჰგონიათ. ეს ურა-პატრიოტები, რომლებიც ახლა ლალიაშვილს აბულინგებენ, ვერ ხედავენ რეალობას, ვერც ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსებისა თუ ექსპერტების სიტყვებს იგებენ, ვერც ტალიავინის კომისიის დასკვნაში მოცემულ იმ ფაქტებს ამჩნევენ, რომლითაც აგვისტოს ომზე მთელი მსოფლიო მსჯელობს“, - ამბობს რამიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner