logo_geo
eng_logo
შსს-ს თანამშრომლებმა საერთაშორისო ტურნირში 9 ოქროს მედალი მოიპოვეს
- +

20 აგვისტო. 2019. 10:59

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სპორტის სხვადასხვა სახეობაში

გამართულ „მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშებზე“ 9 ოქროს მედალი

მოიპოვეს. წელს, საერთაშორისო ტურნირი 8-18 აგვისტოს ჩინეთის სახალხო

რესპუბლიკაში, ქალაქ ჩენგდუში გაიმართა. მასში მონაწილეობა 80 ქვეყნის

პოლიციელმა და მეხანძრემ მიიღო.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან

სპორტის სხვადასხვა სახეობაში 7 წარმომადგენელი ასპარეზობდა. აღსანიშნავია,

რომ ყველა მათგანმა პირველობას მიაღწია, მათ შორის ორი კი ორგზის ოქროს

მედალოსანი გახდა. გამარჯვებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე, თანამშრომლები,

გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

 

ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის

წარმომადგენლები - გიორგი ჩიქოვანი, ილია ჯადუგიშვლი, მიხეილ ზარქუა, ვასილ

მინდორაშვილი, თენგიზ ედილაშვილი, ბელდუხი გავაშელიშვილი და ადამურ

არქანიანი. საერთაშორისო ტურნირმა სტარტი 1985 წელს კალიფორნიაში, სან -ხოსეში აიღო და ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იმართება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner