logo_geo
eng_logo
ისნის რაიონში ახალი სკვერი მოეწყო
- +

20 აგვისტო. 2019. 11:07

 

 

ისნის რაიონში, შირაქის ქუჩის N11-ის მიმდებარედ ახლი სკვერი მოეწყო. პროექტი ისნის რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის თხოვნით განახორციელა.

 

საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებულ ტერიტორიაზე,  ფერადი დეკორატიული ფილებით მოეწყო საფეხმავლო ბილიკები,  დაიდგა დასასვენებელი საბაღე სკამები, სანაგვე ურნები, დამონტაჟდა სასმელი წყლის შადრევანი, დაიდგა ჩოგბურთის სათამაშო მაგიდა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცე, სადაც დამონტაჟდა მრავალფეროვანი გასართობი ატრაქციონი ე. წ. „გემი“.

 

ავლაბარში, შირაქის ქუჩის N11-ში ახლადმოწყობილი სკვერი, ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გახსნა. 

 

დღეს ავლაბარში ერთ-ერთი საუკეთესო სკვერი გავხსენით, რაც მოსახლეობის თხოვნით გაკეთდა. ეს არის გამორჩეული დიზანის, თანამედროვე ტიპის რეკრეაციული სივრცე, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანის დასვენებისა და გართობისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილისკვერის განსაკუთრებული ხიბლი, ბავშვებისთვის საყვარელი ატრაქციონი . . „გემიდა ჩოგბურთის სათამაშო მაგიდაა, რომელიც მაცხოვრებლების ინტერესების გათვალისწინებით გაკეთდავფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტი გამოვიდა“, - აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.

 

სკვერის მოწყობის სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან  258 146 ლარით დაფინანსდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner