logo_geo
eng_logo
საქართველოს მთავრობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაუქმების შესახებ ინფორმაციას უარყოფს
- +

20 აგვისტო. 2019. 14:42

საქართველოს მთავრობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაუქმების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

 

ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პრემიერის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს და აღნიშნული სამინისტროს გაუქმების შესახებ გამოქვეყნებულ დოკუმენტს „ყალბს“ უწოდებს.

 

„გუშინ, 19 აგვისტოს, მედიასაშუალებებმა ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს ყალბი დოკუმენტი გარემოს დაცვის რეფორმის შესახებ.

 

როგორც ჩანს, აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავდა მთავრობის დისკრედიტაციას და წარმოადგენდა პროვოკაციას, რომელსაც, სამწუხაროდ, წამოეგო კიდეც ზოგიერთი გამოცემა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური მუდმივ კოორდინაციაშია მედიასაშუალებებთან და კოლეგებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ან/და გადაამოწმონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართია pressoffice@gov.ge. ვთხოვთ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, იხელმძღვანელონ მხოლოდ აღნიშნული მისამართიდან მიღებული ინფორმაციით, ნუ დაეყრდნობიან ყალბ დოკუმენტებს და ნუ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას”, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner