logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, წელს 41 აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
- +

20 აგვისტო. 2019. 15:04

„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია, წარმატებით მიმდინარეობს სოციალური პროექტი - „აბიტურიენტების მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან".

 

პროექტის პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულება „ელიტარული სკოლაა“, რომელმაც აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოამზადა.

 

სასწავლო ცენტრის დირექტორის, ქეთევან ქათამაძის თქმით, მიმდინარე წელს სრული მოსამზადებელი კურსი 41 აბიტურიენტმა გაიარა და მინიმალური ბარიერი ყველა მათგანმა გადალახა.

 

პროექტის მიზანი სოციალურად დაუცველთათვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაა.

 

„შარშანდელი შედეგებიდან გამომდინარე, დაახლოებით, 6 აბიტურიენტი გრანტს აიღებს, ხოლო ორ მათგანს აქვს საშუალოზე მაღალი ქულები და ვფიქრობ, 100% -იანი დაფინანსება უნდა მოიპოვონ. დანარჩენი აბიტურიენტები კი უფასო ფაკულტეტებზე აუცილებლად მოხვდებიან. მათ საგამოცდო საგნების მოსამზადებელი სრული კურსი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მთლიანად დაუფინანსა. სწორედ კომპანიის ფინანსური დახმარებით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკმაოდ დიდი პრობლემა მოეხსნათ, რისთვისაც მადლობელი ვარ", - აღნიშნა ქეთევან ქათამაძემ.

 

რაც შეეხება წინა სასწავლო წელს, 2017-2018 წლებში, პროექტის ფარგლებში სულ 33 აბიტურიენტი მოემზადა და საგამოცდო ბარიერი ყველა მათგანმა გადალახა. ისინი, დღესდღეობით, სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner