logo_geo
eng_logo
პაატა სალიამ ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლა
- +

20 აგვისტო. 2019. 17:04

 

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ადასტურებს, რომ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლებულია.

 

როგორც სალიამ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არხს ტოვებს კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ამ ეტაპზე შვებულებაში იმყოფებიან, მათ შორის ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი. სალია ადასტურებს არხიდან ნანუკა ჟორჟოლიანის წასვლასაც.

 

„ვადასტურებ, რომ ნოდარ მელაძე გათავისუფლებულია და მასთან ერთად გათავისუფლდება რამდენიმე ადამიანი, თუმცა, ისინი ამ ეტაპზე შვებულებაში იმყოფებიან და შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება. არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგება არხს და მის მესაკუთრეს, იყოს კომპანიაში დასაქმებული“, - განაცხადა სალიამ.

 

მისივე თქმით, „თუ ადგილი არ ექნება ინტერესთან კონფლიქტს, არც ერთ ადამიანთან დაკავშირებით არაფერი მოხდება, პოზიტიურის გარდა“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner