logo_geo
eng_logo
პაატა სალია ადასტურებს, რომ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნინო შუბლაძე განიხილება
- +

20 აგვისტო. 2019. 17:07

 

 

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ადასტურებს, რომ ნინო შუბლაძე ერთ-ერთია, ვისი კანდიდატურაც საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე განიხილება.

 

თუმცა, პაატა სალიას განმარტებით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის და საუბარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება ბევრ ადამიანთან იყოს.

 

„ერთ-ერთ კანდიდატურად შეიძლება განვიხილოთ ნინო, თუმცა სხვა ადამიანებთანაც არის საუბარი,“ - განაცხადა პაატა სალიამ.

 

ამასთან, მან არ დააკონკრეტა, ვისთან მიმდინარეობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბარი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner