logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს
- +

24 აგვისტო. 2019. 23:10

 

 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში, აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობა ღამის საათებში იზღუდება.

 

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით,  მიმდინარე წლის 24 აგვისტოს 22Ж00 საათიდან 25 აგვისტოს 08Ж00 საათამდე და 25 აგვისტოს 22Ж00 საათიდან 26 აგვისტოს 08Ж00 საათამდე თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობა ჩაიკეტა და გადაადგილება შესაძლებელია მეტეხის ხიდის გავლით მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.

 

ასევე, ბარათაშვილის ქუჩიდან აბანოს მოედნისკენ წამსვლელი ავტომანქანები ვერ ისარგებლებენ ბარათაშვილის ქუჩის ბოლოს არსებული პანდუსით (სასტუმრო „ამბასადორთან“), ისინი მოძრაობას გააგრძელებენ ბარათაშვილის ხიდზე, საიდანაც ჩავლენ მარცხენა სანაპიროზე.

 

ავლაბრიდან ბარათიშვილის ხიდზე მოძრავი ავტომანქანები ვერ ისარგებლებენ იუსტიციის მიმართულებით ჩამსვლელი პანდუსით და მოძრაობას პირდაპირ – ბარათაშვილის ქუჩაზე გააგრძელებენ“, – აცხადებენ შსს-ში

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner