logo_geo
eng_logo
ვისი მხარდაჭერით მივიდა ირაკლი იმნაიშვილი „რუსთავი 2“-ზე
- +

27 აგვისტო. 2019. 02:44

 

„მაქვს ამბიცია რუსთავი 2 გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების ტელევიზია და მე არ დავიწყებდი ამ მოლაპარაკებებს რომ არა მხარდაჭერა დიპლომატიური კორპუსის“, - ამის შესახებ რუსთავი 2-ში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა მედიასთან განაცხადა.

 

„მე 14 წლის წინ მომიწია ოჯახთან ერთად საქართველოს დატოვება, გამიმართლა, რომ 14 წლის განმავლობაში ვმუშაობ გავლენიან არხზე. ამ ეტაპზე არხის მფლობელებთან ვართ მოლაპარაკების ეტაპზე“, - ამბობს ირაკლი იმნაიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი2-ის აღმასრულებელ დირექტორად ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე „BBC“-ზე მუშაობდა.

 

ირაკლი იმნაიშვილმა ჟურნალისტური საქმიანობა 2000 წელს „პირველი არხის“ საინფორმაციო სამსახურში - სპეციალური კორესპოდენტის რანგში დაიწყო და აშუქებდა კონფლიქტის ზონებში მიმდინარე მოვლენებს.

 

 

right_banner
არქივი
right_banner