logo_geo
eng_logo
საქართველოს პენცენტრი განცხადებას ავრცელებს
- +

27 აგვისტო. 2019. 11:35

 

 

საქართველოს პენცენტრი შემდეგი სახის განცხადებას ავრცელებს:

 

„საქართველოს პენცენტრის წევრზე, მწერალ ირაკლი კაკაბაძეზე ინტერნეტით  განხორციელდა ფიზიკური ძალადობის შემცველი მუქარა ფარნაოზ ჭკადუას და მისი თანამზრახველების მხრიდან, რაც უკავშირდება ი. კაკაბაძის პროფესიულ საქმიანობას.  ამ ინციდენტთან დაკავშირებით საქმეს იძიებს საქართველოს პროკურატურა.

 

საქართველოს პენცენტრი სასტიკად გმობს ირაკლი კაკაბაძის წინააღმდეგ განხორციელებულ  ძალადობრივ მუქარას და იმედოვნებს, რომ სამართალდამცავი  ორგანოები ჯეროვნად გამოიძიებენ ინციდენტს, რასაც მიეცემა შესაბამისი  სამართლებრივი შეფასება“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner