logo_geo
eng_logo
ვლადიმერ იმნაძე ნორვეგიის თავდაცვის ატაშეს, ბოიე გარდერ ლილერუდის შეხვდა
- +

27 აგვისტო. 2019. 11:56

 

 

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე უკრაინაში ნორვეგიის თავდაცვის ატაშეს, ლეიტენანტ-პოლკოვნიკ ბოიე გარდერ ლილერუდის  შეხვდა.

 

ნორვეგიას ვეტერანებთან მუშაობის  მდიდარი გამოცდილება გააჩნია. შეხვედრაზე შედგა შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობისა და ერთობლივ პროექტებში მონაწილეობაზე ქართველი და ნორვეგიელი ვეტერანების სოციალური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საკითხებზე.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, ლეიტენანტ-პოლკოვნიკი, ბოიე გარდერ  ლილერუდი ნორვეგიის ვეტერანების სამსახურის გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოში მოიწვია.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროტოკოლის განყოფილების უფროსი, ეკატერინე ფაჩულია და საქართველოს თავდაცვის ატაშე უკრაინაში, ლევან გამყრელიძე.

 

საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციის ვიზიტი უკრაინის ქალაქ კიევში მიმდინარე წლის 23 აგვისტოს დაიწყო და 26 აგვისტოს დასრულდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner