logo_geo
eng_logo
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია აქტიურ რეზერვში მოქალაქეების მიღებას განაგრძობს
- +

27 აგვისტო. 2019. 14:26

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია აქტიურ რეზერვში მოქალაქეების მიღებას განაგრძობს. ამ მიზნით, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები მოქალაქეებს შეხვდნენ, საინფორმაციო ბროშურები გადასცეს და რეზერვში მიღების პროცედურები განუმარტეს.

 

ამ ეტაპზე ტერიტორიულ რეზერვში ქალაქ თბილისის, მცხეთისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრები 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები მიიღებიან. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ18-დან22 წლის ჩათვლით სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ, სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. საბუთები მიიღება 13 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, დილის 10-დან საღამოს 4 საათამდე.

აქტიურ რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეები 5 წლის განმავლობაში იმსახურებენ და სამხედრო სამსახურის პერიოდში მათი წლიური მინიმალური ანაზღაურება ხელზე ასაღები2700 ლარი იქნება. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში45 დღეზეა გათვლილი და12 თვეზე ნაწილდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თავდაცვის სამინისტროს ვებ და „ფეისბუქ“ გვერდებზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner