logo_geo
eng_logo
თვითმხილველების ინფორმაციით, პეკინის გამზირზე ქალმა ცივი იარაღით მცირეწლოვანი ბავშვი დაჭრა
- +

27 აგვისტო. 2019. 20:15

 

 

თვითმხილველების ინფორმაციით, პეკინის გამზირზე, სავარაუდოდ, უცნობმა ქალმა ცივი იარაღით მცირეწლოვანი ბავშვი დაჭრა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს” თვითმხილველმა განუცხადა, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად ტროტუარზე მოდიოდა, რა დროსაც მათ წინ შემოეგებათ უცნობი ქალი, მიუახლოვდა ბავშვს და სახის არეში ცივი იარაღით დაჭრა.

 

თვითმხილველის ინფორმაციითვე, ამის შემდეგ ქალი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. მისივე განმარტებით, მას პოლიცია დაედევნა. რაც შეეხება მცირეწლოვანს, ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner