logo_geo
eng_logo
ვახტანგ ცაგარელი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნიკალურია თავისი მოწყობით, არქიტექტურით, სივრცული დაგეგმარებით და ზონირებით
- +

9 სექტემბერი. 2019. 13:34

 

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი  არა მხოლოდ განათლების  მიწოდების კუთხით არის უნიკალური, არამედ თავისი მოწყობით, არქიტექტურით, სივრცული დაგეგმარებით და ზონირებით“, - ამის შესახებ „ქართუ“ ჯგუფის პროექტების მართვის ხელმძღვანელმა „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამჟამად გახსნილია სამი სამშენებლო ფრონტი,  ეს არის სტუდენტური საცხოვრებლები, პროფესორების საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსების ტერიტორიები.

 

„გარდა გრუნტის შეცვლის სამუშაოებისა, ამჟამად სამი სამშენებლო ფრონტია გახსნილი- სტუდენტური საცხოვრებლები, პროფესორების საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსების ტერიტორიები. ჩვენი განაშენიანების ჯამური ტერიტორია  153 ჰექტარია, რომელიც იყოფა ზონებად. სამშენებლო ზონა  ამ ტერიტორიის დაახლოებით ნახევარია, ხოლო უშუალოდ განაშენიანების ფართი 170 ათასი კვადრატული მეტრია. ეს იმ შენობების ჯამური ფართია, რომელიც პირველ ფაზაში დასრულდება და გაეშვება ექსპლოატაციაში. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას, რომელიც არა მხოლოდ განათლების ხარისხის და განათლების მიწოდების კუთხით არის უნიკალური, არამედ თავისი მოწყობით, არქიტექტურით და სივრცული დაგეგმარებით და ზონირებით“, - აცხადებს ვახტანგ ცაგარელი.

 

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი იქნება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ჰაბი კავკასიის რეგიონში. ევროპული სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი პროვაიდერი საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს პოზიციონირების უმნიშვნელოვანეს კომპონენტად იქცევა, ამისთვის უნივერსიტეტის მენეჯმენტი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან 2017 წლიდან თანამშრომლობს.

 

ქუთასისთვის საუნივერსიტეტო ქალაქის  ფუნქციის მინიჭების იდეა, ყოფილი პრემიერ- მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება და მის მშენებლობას  საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner