logo_geo
eng_logo
ხაზარაძის ადვოკატი: კითხვა რჩება - ვინ არის წერილის გამგზავნი
- +

10 სექტემბერი. 2019. 14:42

 

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, სტივენ ქეის განცხადებით, რამდენიმეთვიანი ექსპერტიზის შემდეგ ლონდონში დაადგინეს, რომ წერილზე სხვადასხვა თითის ანაბეჭდებია. 

 

სტივენ ქეის თმით, ვინ არის წერილის გამგზავნი ეს კითხვა რჩება:

 

„წერილი მთლიანად იქნა შესწავლილი და მასზე აღმოჩნდა თითის ანაბეჭდები. ეს ანაბეჭდები გადაღებულია და შენახულია დოკუმენტებად.  საბოლოო დასკვნა ლაბორატორიიდან უკვე არსებობს და ის მე ჩამოვიტანე თბილისში. არსებობს მოცემულობების მთელი ჯაჭვი ამ წერილზე, რომელიც მიიღო მამუკამ. ვიცით ვისია თითის ანაბეჭდები - კითხვა რჩება მხოლოდ მასზე, ვინ არის გამგზავნი. ეს ანაბეჭდები უნდა გააანალიზოს იმ ორგანომ, რომელსაც აქვს საქართველოს მოქალაქეების მონაცემთა ბაზა, სადაც შეუძლიათ ამ ანაბეჭდების გაშიფვრა და იმის გარკვევა, თუ ვის ეკუთვნის ეს მასალა და გააკეთოს შედარებები... ვინც მიიღო მონაწილეობა და დაწერა ეს წერილი კარნახით, მათ მოუწევთ პასუხის გაცემა თუ რატომ მიიღეს მონაწილეობა ასეთი მუქარის შემცველი წერილის წერაში“, - განაცხადა სტივენ ქეიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner