logo_geo
eng_logo
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სამხედრო მოსამსახურის, ლაშა ჩოჩიშვილის სამსახურში გამოუცხადებლობის გამო გამოძიება დაიწყო
- +

10 სექტემბერი. 2019. 15:44

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სამხედრო მოსამსახურის, ლაშა ჩოჩიშვილის სამსახურში გამოუცხადებლობის გამო გამოძიება დაიწყო.

 

მათივე თქმით, თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი 2 სექტემბერს მოკლევადიანი დათხოვნიდან სამსახურში არ გამოცხადდა.

 

„ფაქტთან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სამხედრო ნაწილში ან სამსახურში გამოუცხადებლობას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ოჯახის მიმართვის საფუძველზე, ლაშა ჩოჩიშვილი ასევე იძებნება შსს-ს ქარელის რაიონული სამმართველოს მიერ, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული პირი“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

ქარელის სოფელ ხეობაში 27 წლის მამაკაცს უკვე ერთი კვირაა, ოჯახი ეძებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner