logo_geo
eng_logo
ჯანდაცვის სამინისტროსა და კულტურის პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
- +

10 სექტემბერი. 2019. 17:52

 

ჯანდაცვის სამინისტროსა და კულტურის პალატას შორის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

პროექტის მხარდასაჭერად კულტურის პალატის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე, C ჰეპატიტის პროგრამის პოპულარიზაცია მოხდება.

 

ამ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ და კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

 

პირველი ერთობლივი აქტივობა დევიდ გარეტის კონცერტზე განხორციელდება. იქ მისულ სტუმრებს, კონცერტის დაწყებამდე საშუალება ექნებათ ჩაიტარონ სკრინინგი C ჰეპატიტზე.

 

C ჰეპატიტის პროგრამა წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტს, რომლის ანალოგიც აქამდე არ განხორციელებულა. პროგრამის მიზანია “C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში” და ქვეყანაში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება, ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია.

 

ახალი შემთხვევების გამოსავლენად მუდმივად მიმდინარეობს სკრინინგი მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეის მდგომარეობით სულ დასკრინინგებულია 1,700,000 მოქალაქე. მკურნალობის კურსი 60 000-მდე ადამიანმა დაასრულა, განკურნების მაჩვენებელი კი 98,2 %-ია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner