logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: მადლობა თბილისის მერს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ძალისხმევისათვის!
- +

11 სექტემბერი. 2019. 13:01

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ თბილისის მერს კახა კალაძეს სამშენებლო კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმისთვის მადლობა გადაუხადა.

 

ბექა ოდიშარიას თქმით, ახალი გადაწყვეტილება 2500 ოჯახისთვის ხელახალ დაბადებას ნიშნავს:

 

„პასუხისმგებლიანი მთავრობა“ სრულიად ახალი სიმაღლე და მნიშვნელობა შეიძინა და ეს განცდა უკავშირდება თბილისის მერის დღევანდელ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას, რომელიც 2500 ოჯახისათვის, სრულიად გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ხელახალ დაბადებას ნიშნავს, ხოლო ათასობით ამ ტიპის პრობლემის მქონე ადამიანს უქმნის მყარ იმედს იმისას, რომ ხვალ აუცილებლად დადგება მათი ჯერი და უმტკიცებს რწმენას იმისას, რომ პასუხისმგებლიანი მთავრობა ნამდვილად ზრუნავს მათზე. მადლობა თბილისის მერს და სამშენებლო კომპანია „m2“ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ძალისხმევისათვის!“ - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

ცნობისთვის, კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს „m2“ გადაიბარებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავი ქონებას“ შორის დღეს გაფორმდა.

 

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების გზით.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner