logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: მიხარია, რომ კახა კალაძის ძალისხმევა, როგორც ყოველთვის, რეალური შედეგით დასრულდა
- +

11 სექტემბერი. 2019. 13:09

 

„თბილისის მერიის ექვსთვიანი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად, უამრავი ადამიანის ბინათმშენებლობის პრობლემა მოგვარდება და ეს ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი აცხადებს.

 

„მიხარია, რომ კახა კალაძის ძალისხმევა, როგორც ყოველთვის, რეალური შედეგით დასრულდა - კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების სახლებს „m2“ ააშენებს.

 

ძალიან მიხარია, რომ უკვე საშუალება მაქვს, ამ ოჯახებს მივულოცო - ისინი ახლო მომავალში თავიანთ კუთვნილ საცხოვრებლებს მიიღებენ, საუბარია დაახლოებით 2500 ოჯახზე. ეს არის მართლაც დიდი წარმატება და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ თბილისის მერია ზრუნავს ჩვენს მოქალაქეებზე!

 

მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ ამ საკითხზე მუშაობის პროცესი საკმაოდ რთული და ხანგრძლივი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაც კი გახდა საჭირო. თბილისის მერიას დაწყებული აქვს მუშაობა, რომ „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების პრობლემაც მოგვარდეს.

 

ქალაქის საჭიროებებზე დროული და ეფექტური რეაგირებაა ის მახასიათებლები, რომლებიც განაპირობებს, რომ კახა კალაძე ნამდვილად საუკეთესო მერია“, - აცხადებს წილოსანი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner