logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მერს, რომლის არჩევის დღიდან ჩვენს ქალაქში არაერთი უპრეცედენტო პროექტი განხორციელდა
- +

11 სექტემბერი. 2019. 13:22

 

 

პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი მერიასა და „m2“-ს შორის მემორანდუმის გაფორმებას აფასებს. „დღევანდელი გადაწყვეტილება არის, ერთი მხრივ, მერიის ზრუნვა თბილისელებზე და, მეორე მხრივ, მაღალი კორპორატიული პასუხისმგებლობის მაგალითი კერძო კომპანიის მხრიდან“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

 

„მინდა, პოზიტიურად შევაფასო ქალაქ თბილისის მერის კახა კალაძის ბრიფინგი, რომლის თანახმადაც, ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავი ქონებას“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც მშენებლობების დასრულების მიზნით, „m2“ კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს, შედეგად კი 2500 ოჯახი თავის კუთვნილ საცხოვრებელ ფართს მიიღებს.

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტი კერძო სექტორთან  თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითებს დებდეს, რადგან ასეთ დროს ხდება ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება, შედეგი კი პირდაპირ აისახება მოქალაქეების კეთილდღეობასა და სტაბილურობაზე.

 

ასევე, მისასალმებელია, რომ თბილისის მერის თქმით, დაზარალებული მენაშენეების მიმართ არსებული პრობლემების გადასაჭრელად მუშაობა ამით არ სრულდება და უახლოეს მომავალში თბილისელებზე ორიენტირებულ სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც უნდა ველოდოთ.

 

ჩემი მხრივ, მინდა, მადლობა  გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მსგავსი საკითხების მოგვარებაში იყო და იქნება ჩართული, პირველ როგში კი თბილისის მერს, რომლის არჩევის დღიდან ჩვენს ქალაქში არაერთი უპრეცედენტო პროექტი განხორციელდა“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner