logo_geo
eng_logo
ილია მეორემ საპატრიარქოს დაწესებულებების ხელმძღვანელებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების დანიშვნა დაავალა
- +

11 სექტემბერი. 2019. 16:40

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელებს, თავიანთ ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნას ავალებს.

 

ამის შესახებ პატრიარქის მიმდინარე წლის 10 სექტემბრის ბრძანებაშია აღნიშნული.

 

„ამა წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაევალოთ თავის ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნა“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner