logo_geo
eng_logo
რესტორან „ქალაქურის“ გამწოვში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
- +

13 სექტემბერი. 2019. 19:04

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ზ. გამსახურდიას სანაპიროზე, რესტორან „ქალაქურის“ სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

 

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები გავიდნენ.

 

ცეცხლი ჰაერის გამწოვ სისტემას გაუჩნდა და არსებობდა გავრცელების საფრთხეც, თუმცა, მეხანძრე-მაშველებმა რეაგირება დროულად მოახერხეს.

 

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

 

ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე-მაშველი.

 

 

 

.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner