logo_geo
eng_logo
ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო მონაკვეთში ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს
- +

14 სექტემბერი. 2019. 01:03

 

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს კიდევ ერთხელ გაეცნო. ამჟამად, კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთზე ასფალტის საფარის პირველი ფენა იგება.

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირის ამ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა 16 სექტემბრიდან ცალმხრივად აღდგება და გადაადგილება მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

 

ამასთან, ვაკიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას, ტრანსპორტი გაივლის აბაშიძის ქუჩას, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირს მირცხულავას, ბაზალეთისა ან ერისთავის ქუჩებიდან დაუკავშირდება. კეკელიძის ქუჩის მხრიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრავი ტრანსპორტიც ჭავჭავაძის გამზირზე ამავე ქუჩებიდან ჩაუხვევს.

 

ნაწილობრივ შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. ავტობუსები N9 და N59, ასევე მიკროავტობუსები N32, N35, N120, N126, N137, N170, N171 და N202 აბაშიძის ქუჩიდან ჩაუხვევენ ბაზალეთის ქუჩაზე, საიდანაც ჯერ ჭავჭავაძის გამზირს, შემდეგ კი – მელიქიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.

 

ისინი უკუმიმართულებით გაივლიან კეკელიძის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირზე მოხვდებიან.

 

შატბერაშვილის ქუჩიდან სადგურის მოედნისკენ მოძრავი N66 ავტობუსი მრგვალი ბაღიდან ჯერ ერისთავის, შემდეგ კი ფალიაშვილის ქუჩაზე შეუხვევს და ჭავჭავაძის გამზირს ბაზალეთის ქუჩიდან დაუკავშირდება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner