logo_geo
eng_logo
იმერეთის გუბერნატორმა და წყალტუბოს მერმა საჩხეურის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს
- +

16 სექტემბერი. 2019. 14:16

 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა წყალტუბოს მაღალმთიან სოფელ საჩხეურის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

 

სკოლაში, რომელიც 1947 წელს არის აშენებული, სულ 5 ბავშვი სწავლობს. მესამე, მეხუთე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასი თითო ბავშვით არის წარმოდგენილი. წინა წელს აღნიშნულ სკოლაში მხოლოდ 2 მოსწავლე იყო რეგისტრირებული.

 

დღესვე მხარის რწმუნებულმა მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ზესტაფონის სოფელ წევაში ახალრეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

 

2019 წელს იმერეთის რეგიონში 184 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner