logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძემ, ევროკომისართან და პრემიერ-მინისტრთან ერთად, „ევროპული სკოლის“ კომპლექსის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო
- +

16 სექტემბერი. 2019. 17:45

 

თბილისში „ევროპული სკოლის“ კომპლექსის მშენებლობა იწყება. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მშენებლობის ადგილას, სიმბოლური კაფსულა დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ჩადეს.

 

„ევროპულ სკოლას“ რეგიონში ანალოგი არ ეყოლება და იგი ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პირველ პრეცედენტს წარმოადგენს.

 

სკოლა სრულფასოვნად ფუნქციონირებას 2023 წლის სექტემბერში დაიწყებს და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი იქნება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner