logo_geo
eng_logo
გენადი მარგველაშვილმა თანამემამულეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
- +

16 სექტემბერი. 2019. 17:48

 

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გენადი მარგველაშვილმა დღეს, 16 სექტემბერს,  საჯარო  სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა თანამემამულეებს.

 

გენადი მარგველაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ სასწავლო წლიდან ჩვენი პირველკლასელები განათლებას საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე სკოლებში შესული იაკობ გოგებაშვილის „დედაენით“ მიიღებენ,  რომლის ინიციატორები არიან განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და რეგიონული პოლიტიკასა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია.

 

„პირველ რიგში ვულოცავ ჩვენს ყველა თანამემამულეს სასწავლო პროცესის განახლებას, თითქმის ყველა საჯარო სკოლაში და უმაღლეს სასწავლებელში. განსაკუთრებულად მინდა იმ ფონზე, როდესაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი სამინისტროს ერთწლიანი ანგარიში შესრულებული სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან  იმედის მომცემია, რომ შემდეგში განათლება, როგორც ეროვნული იდეა, იყოს რაც შეიძლება გამოყოფილი და გააზრებული. მინდა მივულოცო ყველას, განსაკუთრებულად კი პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს თავიანთ მერხებზე ნახეს სწორედ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, რომლის ინიცირება ბატონ ზაზას და ქალბატონ მარიამის ინიციტივით და ჩვენი  დამტკიცებით განხორციელდა“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

 

მან ასევე განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა და პარლამენტის სახელით მადლობა გამოთქვა  იმ ექვსი ათასი პედაგოგის მიმართ, რომლებმაც აიღეს ეროვნული ჯილდო.

 

„მათ ნამდვილად დიდი გამოცდილება აქვთ და მე ვუსურვებდი ყველა დირექტორს, რომ მათი გამოცდილება, თუნდაც იმ არაფორმალური განათლების მიმართულებით, ამის შემდეგაც კარგად გამოიყენონ“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner