logo_geo
eng_logo
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 23 სექტემბერს გაიხსნება
- +

18 სექტემბერი. 2019. 12:28

 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 23 სექტემბერს გაიხსნება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

 

მისი თქმით, წელს ფესტივალს სამი ახალი მიმართულება დაემატება.

 

„ფესტივალს დაემატა არტ-მარკეტი. გარდა ამისა, „ბრიტანული სეზონის“ ფარგლებში ხუთი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ფესტივალის პირველი კო-პროდუქცია ბრიტანეთის საბჭოსთან, ხოლო თბილისობას, 6 ოქტომბერს, ფესტივალი საჰაერო თეატრს წარმოადგენს. თქვენ იცით, რომ „თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

მისი თქმით, ფესტივალის ფარგლებში ქართულ სპექტაკლებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ბრიტანეთის, გერმანიის, ლიტვის, შვეიცარიის, ისრაელის, იტალიის, ესპანეთის, უკრაინის და ბელარუსის დასების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლები.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner