logo_geo
eng_logo
თბილისში ემირ ბურჯანაძის სახელობის ქუჩა გაიხსნა
- +

18 სექტემბერი. 2019. 15:32

 

დღეს, თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, სამგორის რაიონში, მხატვარ-მონუმენტალისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის და დედაქალაქის გერბის და დროშის ავტორის ემირ ბურჯანაძის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ცერემონიას ემირ ბურჯანაძის ოჯახის წევრები, მეგობრები, პარლამენტის და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, სამგორის რაიონის გამგებელი დაესწრნენ.

 

ცერემონიას ემირ ბურჯანაძის ოჯახის წევრები, მეგობრები, პარლამენტის და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, სამგორის რაიონის გამგებელი დაესწრნენ.

 

ღონისძიება სიმბოლურად მხატვრის გარდაცვალებიდან 5 წლისთავს დაემთხვა.

 

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, საკრებულო აგრძელებს იმ ადამიანთა ღვაწლის სათანადოდ დაფასებას, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ჩვენი ქვეყნის და ქალაქის ისტორიაში.

 

„ქუჩისთვის ემირ ბურჯანაძის სახელის მინიჭების საკითხზე საკრებულო რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. მნიშვნელოვანია, საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს ემირ ბურჯანაძის შემოქმედებასა და მოღვაწეობაზე. განსაკუთრებული ხაზგასმით მინდა აღვნიშნო თბილისის გერბი და დროშა, აქ ერთადაა თავმოყრილი ყველა ის სიმბოლო, რომლითაც ყველანი ვამაყობთ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

 

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის გადაწყვეტილებით,  სამგორის რაიონში, გარდაბნის გზატკეცილის მონაკვეთს, მასთან არსებულ ოთხ შესახვევს, სამ ჩიხსა და ერთ გასასვლელს მხატვარ-მონუმენტალისტის, ემირ ბურჯანაძის სახელი მიენიჭა.

 

ქართველი გრაფიკოსის და მხატვარ-მონუმენტალისტის ემირ ბურჯანაძის მიერ შექმნილი 7 საფირმო ნიშანი საფირმო და სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო კატალოგშია შესული.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner