logo_geo
eng_logo
ინფორმაცია ბრაზილიიდან - ნიკოლოზ პატარქალიშვილი საქართველოს ხელისუფლებასა და საპატრიარქოს მიმართავს
- +

18 სექტემბერი. 2019. 17:21

 

„არგენტინის სახლი საქართველოში“ თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი საქართველოს ხელისუფლებასა და საპატრიარქოს  მიმართავს:

 

„ბრაზილიის ფედერალური სენატისა და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები დაინტერესებასა და მზადყოფნას გამოთქვამენ უახლოეს მომავალში ესტუმრონ  საქართველოს და დაესწრონ  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის მიერ დალოცვილი  „არგენტინის სახლი საქართველოში“ პროექტის პრეზენტაციას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის   თავისუფალი ვაჭრობის „მერკოსურის“ კავშირის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და ტურისტული ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობასა და ამ პროექტის ფარგლებში მასშტაბური ღონისძიებების განხორციელებას.

 

აგრეთვე, ბრაზილიური მხარე მზადყოფნას გამოთქვამს შეხვედრები გამართონ საქართველოში. მათი დაინტერესების შესახებ პროექტის განხორციელებისა და ვიზიტთან დაკავშირებით,  ამა წლის 12 სექტემბერს „არგენტინის სახლმა საქართველოში“ (წერილი: N35701) აცნობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას.

 

ბრაზილიელი სტუმრების ვინაობისა და მათი ვიზიტის ვადების შესახებ, ინფორმაციის მიღებისთანავე გაცხადდება და ეცნობება საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელობასა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II- ს.

 

ასევე ეცნობებათ:  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელებს, სახელმწიფო რწმუნებულებს კახეთის მხარეში და დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში;  თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, თელავისა და  სიღნაღის მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და მერიების ხელმძღვანელებს,  სადაც გათვალისწინებულია პროექტის განხორციელება“, - ნათქვამია განცხადებაში.   

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner