logo_geo
eng_logo
ვოლფგანგ ჰერმანი: მეამაყება, რომ აქ ვარ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნებაში ვმონაწილეობ
- +

18 სექტემბერი. 2019. 21:42

 

„მეამაყება, რომ აქ ვარ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნებაში ვმონაწილეობ“, - განაცხადა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ჰერმანმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციაზე.

 

ვოლფგანგ ჰერმანი დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტად დაასახელეს.

 

როგორც მან აღნიშნა, დღეს საქართველოსა და გერმანიას შორის სამეცნიერო ურთიერთობებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა:

 

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს საერთაშორისო და დისციპლინათშორისი უნივერსიტეტი უნდა იყოს, რადგან ჩვენს დროში მიმზიდველი უნდა იყოს მთელი მსოფლიოსა და ცხადია, განსაკუთრებით ამ რეგიონის ახალგაზრდობისათვის“ ,- განაცხადა ჰერმანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner