logo_geo
eng_logo
საინფორმაციო კამპანია „გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები“ გაიმართა
- +

19 სექტემბერი. 2019. 14:19

 

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გრძელდება საინფორმაციო კამპანია, რომელიც გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგების ჩატარებას თემაზე „გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები“.

 

კამპანიის ფარგლებში ტრენინგები ჩატარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და მას ესწრებოდნენ, როგორც მხარის მუნიციპალიტეტების საჯარო სექტორის, ისე არასამთავრობო სექტორისა და ბეჭდური მედიის წარმომადგენლები. ტრენინგის მონაწილეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ორჰუსის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების დაცვისა და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

 

აღნიშნული ტრენინგების ჩატარება მიზნად ისახავს ორჰუსის კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას. ორჰუსის კონვენცია, რომლის მხარეც საქართველო 2001 წელს გახდა, ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, უზრუნველყონ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.

 

გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ადამიანის გარემოსდაცვით უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ ტრენინგებს 2019 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართავს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner