logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: მილიარდი ევროს ინვესტიცია, ეს არის ეროვნული იდეა, რომელიც ათწლეულები ჩვენს მომავალ თაობებს აღზრდის
- +

19 სექტემბერი. 2019. 13:28

 

 

„ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად გამოცხადება და სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობა, სულ სხვა განზომილებაა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

სესიაშვილის თქმით, უკეთესი მომავლის გასაღები ახალი თაობის განათლებაშია

 

„პოლიტიკაში კრიტიკა და აზრთა სხვადასხვაობა ჩვეულებრივი მოვლენაა და იმედია, საზოგადოებას ყოველთვის ექნება სიმართლის აღქმის შესაძლებლობა. ხშირად ვისმენ მოქალაქეთა წუხილს და უკმაყოფილებას, როცა შინაარსში შევყვები და ჩამოვთვლი რა იყო და რა გაკეთდა, სინდისი ამ რეალობას სწორად აღიქვამს ხოლმე. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად გამოცხადება და სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობა, მართლაც გრანდიოზული პროექტის რეალიზება, - სულ სხვა განზომილებაა. მილიარდი ევროს ინვესტიცია არ არის მხოლოდ დიდი ფული. ეს არის ეროვნული იდეა, ეს არის ის ეროვნული სიმდიდრე, რომელიც ათწლეულები ჩვენს მომავალ თაობებს აღზრდის და მისცემს უნიკალური განათლების მიღების საშუალებას; ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იქნებიან ჩვენი ქვეყნის მომავალი, რომლებიც ღირსეულ სახელმწიფოს შექმნიან. უმადურობა სინდისს ქენჯნის, მადლიერება არის სიკეთის გაზიარება. კიდევ ერთხელ, პოლიტიკის გარეშე, მადლობა ივანიშვილების ოჯახს, მადლობაზე მეტიც. ყველას ჩვენი მისია გვაქვს და ივანიშვილების ეს მისია არის მართლაც ეროვნული ღვაწლი. უკეთესი მომავლის გასაღები ახალი თაობის განათლებაშია“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner