logo_geo
eng_logo
სახელმწიფო ინსპექტორის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ნინო ცხადაძე დაინიშნა
- +

19 სექტემბერი. 2019. 18:19

 

 

სახელმწიფო ინსპექტორის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ნინო ცხადაძე დაინიშნა. მანამდე ის შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. უწყებაში ცხადაძე 8 წლის განმავლობაში მუშაობდა.

 

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმია. პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია. თოლორაიამ ინსპექტორის პოსტი 6 წლის ვადით დაიკავა. ის უფლებამოსილების განხორციელებას 3 ივლისიდან შეუდგა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner