logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრი დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს
- +

19 სექტემბერი. 2019. 15:50

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს  დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

 

მთავრობის მეთაური მილოცვაში ხაზს უსვამს დაზვერვის სამსახურის თანამშრომელთა რთული და საპასუხისმგებლო პროფესიის როლს და წარმატებებს უსურვებს.

 

„თქვენ რთული და საპასუხისმგებლო პროფესია გაქვთ, რომელიც მტკიცე ნებისყოფას, ქვეყნის უანგარო სიყვარულს და მუდმივ შრომას მოითხოვს. თითოეული თქვენგანი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვაში. გისურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობასა თუ პირად ცხოვრებაში“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner