logo_geo
eng_logo
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
- +

20 სექტემბერი. 2019. 18:24

 

თბილისის მერიის განცხადება:

 

„ტექნიკური სამუშაოების გამო, 21 სექტემბრის 21:00 საათიდან 22 სექტემბრის 09:00 საათამდე სრულად გაითიშება მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა. აღნიშნულის შედეგად ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი.

 

ამ პერიოდის განმავლობაში მერიის დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები პირადი ტელეფონებით კონტაქტზე იქნებიან მხოლოდ საპატრულო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებთან.

 

ქალაქ თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner