logo_geo
eng_logo
ფეიქრების ქუჩაზე, „GWP“-ის საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია
- +

21 სექტემბერი. 2019. 14:01

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში,  შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

 

შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყონებლივ მოახდინა.

 

ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს დაახლოებით 200 კვ/მ ფართობზე გავრცელებული ხანძარი დახვდათ. არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, დროულად მოხერხდა ცეცხლის ჩაქრობა.

 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ფეიქრების ქუჩაზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner