logo_geo
eng_logo
თბილისში ძლიერი ქარი ღამის განმავლობაშიც შენარჩუნდება
- +

21 სექტემბერი. 2019. 16:20

 

თბილისში დღის განმავლობაში დაახლოებით 27 მ/წმ სიჩქარის ქარი შენარჩუნდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს.

 

მათი ინფორმაციით, თბილისში ქარი ღამის განმავლობაში გაძლიერდება, ხოლო 22 სექტემბრიდან შედარებით შესუსტდება. ტემპერატურას +22 გრადუსამდე იქნება. ასევე, თბილისში შესაძლებელია წვიმაც.

 

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღის განმავლობაში ტემპერატურა დაბლობში +15+20 გრადუსია, მთაში +10+15, მაღალ მთაში კი +2+7. დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან - ძლიერი, მაღალმთაში კი მოსალოდნელია თოვლჭყაპი.

 

აღმოსავლეთ საქართველოში, ბარში ტემპერატურა ძირითადად +17+22 გრადუსია, ზოგან კი +27 გრადუსს აღწევს. მთაში +10+15 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში - +3+8 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, დღეს უშგულში მოთოვა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner