logo_geo
eng_logo
„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს
- +

22 სექტემბერი. 2019. 14:48

 

„საკურორტო სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით, შემცირებული მგზავრთნაკადის გამო, 23 სექტემბრიდან, მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი № 852/851 (ჯრტ), რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით ასრულებდა“, - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს.

 

„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს უხდის მგზავრებს დისკომფორტისთვის და ყველა იმ პირს, ვინც 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნულ რეისზე შეიძინა  სამგზავრო დოკუმენტი, საშუალება აქვთ ბილეთები დააბრუნონ „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში. ბილეთის საფასური 100% ანაზღაურდება  მომსახურეობის საკომისიოს ჩათვლით“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner