logo_geo
eng_logo
სამების ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება
- +

22 სექტემბერი. 2019. 15:03

 

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დღეს პატრიარქის ნათლული 800-მდე ბავშვი გახდება. აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ნათლობა 60-ედ იმართება.

 

აქამდე პატრიარქს 38 175 ნათლული ჰყავდა. საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. დაახლოებით, 20:00 საათისთვის სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი ილია მეორე მიბრძანდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner