logo_geo
eng_logo
განწირული რეისი - ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა
- +

22 სექტემბერი. 2019. 17:27

 

ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა.

 

1993 წლის 22 სექტემბერს, საღამოს 6-ის ნახევარზე, თბილისიდან ალყაში მოქცეულ სოხუმში დაშვების უფლების გარეშე გაფრენილი „ტუ 154“, რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, მოხალისეები, ექთნები და სამოქალაქო პირები იყვნენ, ბაბუშერას აეროპორტთან, ზღვიდან ნასროლი სითბური რაკეტით ჩამოაგდეს.

 

საჰაერო ხომალდი ასაფრენ ბილიკზე ნაწილებად დაიშალა და მთლიანად დაიწვა. თვითმფრინავში 132 ადამიანი იყო, რომელთაგან 108 დაიღუპა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner