logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძემ ველომარათონში - „დღე ავტომობილის გარეშე“ მიიღო მონაწილეობა
- +

22 სექტემბერი. 2019. 20:48

 

„საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის ათ გამოწვევას, ათ მთავარ სამუშაო საკითხს შორის არის ეკოლოგია და გარემო - ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინიციატივებს ვგეგმავთ. სუფთა ჰაერი,  ჯანსაღი გარემო და ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

 

არჩილ თალაკვაძემ, დეპუტატებთან, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად,  ველომარათონში - „დღე ავტომობილის გარეშე“ მიიღო მონაწილეობა და რბოლის დასასრულს, საგზაო უსაფრთხოების ჩემპიონების დაჯილდოებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „საქართველოს ალიანსს უსაფრთხო გზებისთვის“ და გაეროს წარმომადგენლობას ღონისძიების ორგანიზებისა და მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. არჩილ თალაკვაძემ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მნიშვნელობასა და იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და  უსაფრთხო გარემოსთვის უნდა გადაიდგას.

 

„სახელმწიფო მუშაობს, რათა გვქონდეს ახალი ინფრასტრუქტურა და თანამედროვე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ველოსიპედი არის სიმბოლო ამ მოძრაობის. ავტომობილების რაოდენობის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ყველა ეს ელემენტი იქნება სინერგიაში, თუ ამ პრობლემის ცნობადობა იქნება მაღალი, თუ გვექნება თანამედროვე ინფრასტრუქტურა და თანამედროვე საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გვექნება რეგულაციები, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანებს, შეცვალონ გარემო უკეთესობისკენ - მაშინ ეს მიზანი შესაძლებელია განხორციელდეს. პარლამენტი მუშაობს ამ მიმართულებით", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner