logo_geo
eng_logo
თელავში მუსიკის მე-10 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
- +

30 სექტემბერი. 2019. 13:06

 

თელავში მუსიკის მე-10 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. დასკვნით კონცერტზე ცნობილ სოლისტებთან - პიანისტ ელისო ვირსალაძესთან და ჩელისტ ალექსანდრ ბუზლოვთან ერთად, საფესტივალო ორკესტრმა  ჩაიკოვსკის, შოსტაკოვიჩისა და შუმანის ნაწარმოებები შეასრულა. კონცერტს დირიჟორობდა არიელ ცუკერმანი.

 

ფესტივალის ფარგლებში  7 კონცერტი, 10-ზე მეტი მასტერკლასი გაიმართა. ასევე შედგა ახალი პროექტის „საუბრები მუსიკაზე“ პრეზენტაცია.

 

მუსიკის ფესტივალი თელავში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner