logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
- +

30 სექტემბერი. 2019. 14:05

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგს შეხვდა.

 

მხარეებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარება და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა.

 

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის განსაკუთრებულ როლზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ერთადერთ ქმედით საერთაშორისო მექანიზმს წარმოადგენს.

 

ვახტანგ გომელაურმა მისიის ხელმძღვანელს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობის შენარჩუნებისთვის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner