logo_geo
eng_logo
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის 2020 წლის ბიუჯეტი 317 მილიონი ლარი იქნება
- +

30 სექტემბერი. 2019. 15:09

 

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის განსაზღვრულია  317 მილიონი ლარით, რაც, 2019 წელთან შედარებით, საბიუჯეტო სახსრების 3 %-ით ზრდას გულისხმობს.

 

„სამინისტრო, როგორც გარემოს დაცვითი, ისე აგრარული მიმართულებით სისტემურ განვითარებას  გაწერილი სტრატეგიის შესაბამისად აგრძელებს. ჩვენთვის, 2020 წელს, ისევე როგორც ბოლო წლებში, ძალიან მნიშვნელოვანია პრიორიტეტული იყოს ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ფერმერების და კერძო ინიციატივების მხარდაჭერა. ჩვენი  განვითრების პოლიტიკა სწორედ კერძო ინიციატივებით სოფლად ეკონომიკური  მდგომარეობის გაუმჯობესებას გულისხმობს. 2020-ში, 2019 წელთან შედარებით, 36 %-ით  არის  გაზრდილი სოფლის განვითარების პროგრამების დაფინანსება, რაც გულისხმობს იმ დანაპირების  შესრულებას, რომელიც ჩვენ გვქონდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და ფერმერებისთვის იაფი ფინანსების ხელმისაწვდომობის მიმართულებით, შესაბამისად შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა გაგრძელდება.

 

ჩვენ შევინარჩუნეთ მნიშვნელოვანი    საგრანტო თანადაფინანსების პროგრამები, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს  და, ვფიქრობ, კარგი შედეგის მომტანია სოფლის მეურნეობის განვითრების კუთხით; გაგრძელდება მრავალწლიანი კულტურების მხარდამჭერი პროგრამა - „დანერგე მომავალი“; მათ შორის, სხვადასხვა  ქვეპროგრამა, რომელიც უკავშირდება კენკროვანებს და ისეთი პრიორიტეტული   კულტურების განვითარებას, რომლებსაც შიდა ბაზარზე საექსპორტო პოტენციალი გააჩნია. ჩვენ ვინარჩუნებთ და ვაგრძელებთ შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამებს იმისთვის, რომ სოფლად გაიზარდოს დასაქმების პერსპექტივა და, შედეგად, შემოსავლები ჩვენი მოქალაქეებისთვის. აგროდაზღვევის  მიმართულებით  ბიუჯეტი გაზრდილი გვაქვს სოფლის მეურნეობაში რისკების პრევენციისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner