logo_geo
eng_logo
სოფიო ქაცარავა ევროპარლამენტის ყოფილი წევრების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

30 სექტემბერი. 2019. 18:22

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა ევროპარლამენტის ყოფილი წევრების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

სოფიო ქაცარავამ შეხვედრაზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ხედვა წარადგინა, რომელიც პირველ რიგში, საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციას გულისხმობს.

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ   რიგ საკითხებთან ერთად, ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე, რეგიონის სტაბილურობის საკითხებზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზნებზე, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის დინამიკასა და საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური რეფორმაზე.

 

„ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და გვაქვს საგარეო პოლიტიკის თანმიმდევრული სტრატეგია, რაც ხელშესახებ შედეგებში გამოიხატება“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner