logo_geo
eng_logo
თბილისის მერია საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად კიდევ ექვს ოჯახს გადასცემს
- +

2 ოქტომბერი. 2019. 12:30

 

„ექვს ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა ჰქონდა, ისინი სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა, - ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

„თქვენ იცით, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტია. ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ და ამ ექვს ოჯახსაც მინდა მივულოცო. მათგან ოთხი ცხოვრობს საინგილოს ქუჩის N55-ში, ერთი ოჯახი - ღოღობერიძის N47-ში, ხოლო ერთი ოჯახი მესამე მასივის მერვე კვარტალში, მე-12 კორპუსში. ამ პროექტს ჩვენ ვაგრძელებთ და დავეხმარებით ყველას, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, მათ უნდა მიმართონ გამგეობებს და გამგეობები მზად არიან თანამშრომლობისთვის“,  - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner