logo_geo
eng_logo
აშშ-ს „მწვანე ბარათის“ გათამაშება დაიწყო
- +

9 ოქტომბერი. 2019. 02:07

 

„მწვანე ბარათის“, ანუ Green Card–ის გათამაშებაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. 5 ნოემბრამდე, განაცხადის შევსება საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს შეუძლია, ვისაც საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აქვს. ერთ განმცხადებელს მხოლოდ ერთი განაცხადის შევსება შეუძლია. განაცხადის შეტანა უფასოა.

 

საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები განმცხადებლებს ურჩევენ, განაცხადები სარეგისტრაციო პერიოდის დასაწყისშივე შეიტანონ, რადგან სარეგისტრაციო პერიოდის ბოლოს, დიდი მოთხოვნის გამო, სისტემის მუშაობა შეიძლება საგრძნობლად შენელდეს.

 

განაცხადი ამ ვებგვერდზე უნდ შეავსოთ: dvlottery.state.gov

 

ინფორმაცია, რომელიც მწვანე ბარათის შევსებაში დაგეხმარებათ:


1. რეგისტრაცია იწყება 2 ოქტომბერს 20:00 საათზე;
2. რეგისტრაცია მთავრდება 5 ნოემბერს, 21:00 საათზე;
3. რეგისტრაცია უფასოა;
4. უნდა დარეგისტრირდეთ მხოლოდ ამ გვერდზე: https://dvlottery.state.gov/
5. ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს, ვინაიდან დიდია თაღლითობის რისკი;
6. რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ;
7. სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2020 წლის 7 მაისიდან გვერდზე: www.dvlottery.state.gov;
8. თუ სხვა ნებისმიერი გზით მიიღებთ მოგების შესახებ შეტყობინებას, ეს იქნება თაღლითობა და არ ენდოთ;
9. თქვენი მოგების შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რაიმე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა ავიამგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა;
10. შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ოფიციალურ წარმომადგენლობას. აშშ-ის საელჩოსა და საკონსულოს  US Embassy Tbilisi, Georgia”

რეგისტრაციის დასრულებისას მნიშვნელოვანია აპლიკანტმა შეინახოს დასტურის ნომერი, რომელიც გამოჩნდება აპლიკაციის ვებ-გვერდზე. აღნიშნული ნომრის გამოყენებით მონაწილე მომავალში სტატუსს გადაამოწმებს.

 

დეტალური ინფორმაცია ნახეთ ამ ბმულზე:

https://ge.usembassy.gov/wp-content/uploads/sites/165/DV-Lottery-Instructions-in-GEO-2.pdf

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner