logo_geo
eng_logo
თბილისში, გედევანიშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
- +

10 ოქტომბერი. 2019. 10:47

 

თბილისში, გედევანიშვილის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლის სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

 

ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ინფორმაციით, ხანძარი გავრცელებული იყო ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით 250-300 კვ/მ ფართობზე.

 

არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საშიშროება დროულად აღკვეთეს.

 

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner